“ჩემი სათქმელის თქმის შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა, ამ ადამიანებს ჩემს სათქმელზე არც პასუხი აქვთ, არც სურვილი, რომ გასცენ კითხვებს პასუხი”
“ტვ პირველის” გენერალური დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი მისვლის სურვილი იყო კითხვის დასმა, თუ რატომ მოხდა 5 ივლისის მოვლენები.
როგორც მან “რუსთავი2”-თან საუბარში თქვა, კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო, რადგან მმართველ გუნდს კითხვებზე პასუხები ან არ აქვს ან არ სურს, გასცეს მათ პასუხი.
“კითხვების დასმა მინდოდა: რატომ მოაწყვეს სისხლიანი 5 ივლისი, რატომ გაჟლიტეს თქვენი კოლეგები, ჩვენი კოლეგები. ჩემი კოლეგები ქვევით იყვნენ, სანაიას ვხედავდი, ნიკას ვხედავდი, იქ ცალკე 5 ივლისი ხდება. აქ როგორ შემოვედი, როგორ მოვახერხე, თვითონაც არ ვიცი. ჩემს თავს არ დავეძებ, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ისეთი ძალადობა ხდება, ეს ბავშვები პარლამენტში ცალკე დასაცავები არიან, ქუჩაში როცა გადიან კი არა, აქ არიან უკვე დასაცავი. ჩემი სათქმელის თქმის შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა, ამ ადამიანებს ჩემს სათქმელზე არც პასუხი აქვთ, არც სურვილი, რომ გასცენ კითხვებს პასუხი”, – თქვა მან.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის შიგნით ვატო წერეთელი და ოპოზიციის წარმომადგენლები, სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, შევიდნენ.