პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა – ოპოზიციისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობენ

ოპოზიციისა და მედიასაშალებების წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

სავარაუდოდ, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გასცეს საშვები მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა, პოლიციამ ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კარი რკინის კონსტრუქციით გააღო და, სავარაუდოდ, მედიის რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტში შესვლა შეძლო.

დღეს, 18:00 საათზე კვლავ იგეგმება აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და მათი მოთხოვნა ისევ პრემიერის გადადგომაა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები