ხვალ, 12 სთ-მდე ხელისუფლების არგადადგომის შემთხვევაში, მორიგი აქცია გაიმართება

როგორც ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ხვალ, 12:00 საათამდე არ გადადგება, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ვითხოვთ 12:00 საათამდე სრული შემადგენლობით გადადგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ, 18:00 საათზე კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რეგიონებიდან, კიდევ უფრო მეტი მედია. ვიკრიბებით და ველოდებით გადადგომას, მხოლოდ გადადგომას“, – განაცხადა „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები