დიმიტრი ხუნდაძე: რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უპირატესი არის ხელისუფლების
“ძალიან ცუდია, ასეთი ფაქტი რომ მოხდა, მით უმეტეს, მსხვერპლის გარეშე რომ არ დასრულდა”, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უპირატესი არის ხელისუფლების.
„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა უპირატესი არის ხელისუფლების, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ვერ დარჩება ეს პროცესი, რამეთუ აქ იყო ორგანიზატორების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვნახეთ ძალადობრივი მოწოდებები იქ, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა, რაც ჩემში დღესაც იწვევს გაკვირვებას. ვის სჭირდებოდა ეს? .
ეჭვების დონეზე არ შეიძლება, დასკვნები გააკეთო და არ შეიძლება ასეთი მძიმე ფაქტი გამოიყენო პოლიტიკური სპეკულაციისთვის და ქვეყანა არყიო, იმისთვის რომ ამ რყევაში საკუთარი პოლიტიკური სარგებელი მიიღო. დაველოდოთ დასკვნებს, ნუ ვასწრებთ ყოველთვის მოვლენებს “, – განაცხადა ხუნდაძემ.