ჯანდაცვის სამინისტრო: რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები “ნიუ ჰოსპიტალსში” ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის თაობაზე უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები “ნიუ ჰოსპიტალსში” ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის თაობაზე უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.
“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ნიუ-ჰოსპიტალსში” ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.
სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.