“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლექსო ლაშქარავა ვეტერანი, ან აგვისტოს ომის მონაწილეა, სიცრუეა”

“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლექსო ლაშქარავა ვეტერანი, ან აგვისტოს ომის მონაწილეა, სიცრუეა”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მითითებულია, რომ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2008 წლის ომის მონაწილე და ვეტერანია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი, შორენა სიხარულიძე აცხადებს:

“ადამიანის გარდაცვალება ყველაზე დიდი ტრაგედიაა, მით უფრო მტკივნეულია, თუ ის ახალგაზრდა და თან შენი კოლეგაა. დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა შეძრულია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელს ქვეყანას, რადგან დღეს მთელი საქართველოა ჭირისუფალი! ეს ამბავი ისედაც ტრაგიკულია და ვის რა მიზანი ამოძრავებს, როცა გარდაცვლილზე ამბობს, ომის ვეტერანი იყოო და 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, გაგრაში სერგო ედიშერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოს რატომ ასაღებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გადაღებულად, ან მასზე გამოსახულ ჯარისკაცს ლექსო ლაშქარავად, ნამდვილად არ ვიცი და არც მინდა, ამას ჩავუღრმავდე! ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადავამოწმე ინფორმაცია და ლექსო სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ომის ვეტერანად არ ირიცხება! არც ჩვენს კოლეგებს სმენია რამე მისი 2008 წლის ომში მონაწილეობის შესახებ. რა საჭიროა, ისედაც მძიმე სიტუაციის დამძიმება? ისედაც გულმოკლული მოსახლეობის დაზაფრვა? ჟურნალისტები, ოპერატორები, ისედაც ყოველდღიურ ომში ვართ და სულაც არაა აუცილებელი ტყუილების გავრცელება… იყო თუ არა ლექსო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, ეს არანაირად არ ცვლის ამ ტრაგედიის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას და ამ მწუხარების და გლოვის დროს მაინც შეიკავეთ თავი დეზინფორმაციის გავრცელებისგან..გარდაცვლილს თუ არა, საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი, ბოლოს და ბოლოს! კიდევ ერთხელ გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას ლექსოს გარდაცვალების გამო… ნათელი დაადგეს მის სულს!”.

წყარო:https://progressnews.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები