სამოქალაქო აქტივისტებმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება საპატრიარქოსთან გააპროტესტეს

 

სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს წითელი საღებავი შეასხეს.

მოქალაქეებმა ასე გამოხატეს პროტესტი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები