მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართება

 

დღეს, 20:30 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები აქციას – „ერთად ლექსოსთვის – არა ძალადობას!“ გამართავენ.

მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს გააპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები