ექიმი: გარდაცვალების ვერსიებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ

 

“ვერსიებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ”, – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

“პაციენტის მდგომარეობა იყო გაწერისას დამაკმაყოფილებელი. ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან. სხვა ვერსიებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ”, – განაცხადა რამიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ლექსო ლაშქარავას ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, ოპერატორი სამკურნალოდ „ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკაში იყო გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები