დავით სერგეენკო: შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ პერსპექტივა უმჯობესდება

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით პერსპექტივა უმჯობესდება.

მისივე თქმით, მოლოდინია ვაქცინების მსხვილი პარტიის მიღების, ამის შემდეგ კი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

„შეზღუდვების შემსუბუქებაზე თუ პირიქით, გაძლიერებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე თვლადი ინდიკატორის საფუძველზე მიიღება. საბედნიეროდ, შეზღუდვები მიდის შემსუბუქებისკენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების პერსპექტივა უმჯობესდება. მოლოდინია ვაქცინების მსხვილი პარტიის, რომელიც ორ კვირაშია მოსალოდნელი და დაიწყება მასიურად ვაქცინაცია“, – აცხადებს სერგეენკო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები