პუტინი: ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

ბრძოლის ველზე არსებული ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე ამ კონფლიქტის დასრულების კონკრეტული ვადების დადგენა შეუძლებელია. მანვე დასძინა, რომ ამჟამად უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული კონტაქტები კვლავ შენარჩუნებულია. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს დიალოგი და არასდროს უთქვამს უარი მასზე.

„ჩვენ მინსკში მოლაპარაკებები გვქონდა და მინსკის შეთანხმებებს ხელი მოვაწერეთ. თუმცა, ახლა ვიგებთ, რომ ისინი დროის მოსაგებად და უკრაინის შეიარაღებისთვის იყო ხელმოწერილი და არა ყველა წამოჭრილი საკითხის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. სწორედ ამისკენ ვისწრაფოდით ყოველთვის. და ახლა ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები