რომან კაკულია: შეერთებულ შტატებთან მიმართებით ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია
“ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებაზე ფიქრს, რაზეც ბატონი ტრამპი საუბრობს,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ხშირად ამერიკასთან, სხვებთანაც დაუზუსტებელმა მომენტებმა, რომელთა რეალობაც მოგვიანებით გაირკვა, სიკეთე არ მოგვიტანა. ამიტომ როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილება, ეს გამოცდილება პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება და ძალიან სახიფათოა დაუზუსტებელი მომენტების არსებობა ამ ურთიერთობებში. შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და მათგან გამოწვდილი ხელი ძალიან კარგია, მაგრამ ხომ ვხედავთ, როგორი მსოფლიოა დღეს. ამიტომ აუცილებელია, არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ვგულისხმობ სწორედ დაუზუსტებელი მომენტების არსებობას დიდ ურთიერთობებში,“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.