კენიამ ებოლას ვირუსით დაავადებული აშშ-ის მოქალაქეების განთავსებასა და მკურნალობაზე უარი განაცხადა

კენიის სასამართლომ ებოლას ვირუსით ინფიცირებულ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყანაში განთავსებასა და მკურნალობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ The Washington Post (WP) იტყობინება.

ასე გამოეხმაურნენ კენიის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მოქალაქეები კენიაში მდებარე დროებით საველე ჰოსპიტალში უნდა მოეთავსებინათ.

„სასამართლომ, სიცოცხლისთვის საშიში პირობების მოტივით, გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოიტანა, როდესაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაწესებულების გახსნის შესახებ განაცხადეს. ის განკუთვნილია 50-მდე პაციენტზე, რომლებიც შესაძლოა ებოლას ვირუსთან კონტაქტში იყვნენ იმ ეპიდემიის დროს, რომელიც ამჟამად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვრცელდება“, – აღნიშნავს WP.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები