Reuters: თბილისში სტალინის ისტორიული ღვინის საცავი გახსნეს – კოლექციაში 40 000 ბოთლია
თბილისში იოსებ სტალინის ყოფილი ღვინის საცავი გაიხსნა, სადაც დაახლოებით 40 000 ბოთლი იშვიათი ქართული და ფრანგული ღვინოა დაცული. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, საცავი ათწლეულების განმავლობაში დახურული იყო და იგი ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გაიხსნა.
კოლექცია მოიცავს XIX და XX საუკუნეების ღვინოებს, მათ შორის ფრანგული ბორდოს ცნობილი შატოების ნიმუშებს.
Reuters-ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება კოლექციის ნაწილის აუქციონზე გატანას განიხილავს, მიღებული თანხები კი ღვინის საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საცავი ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას ატარებს და უკვე მიიქცია როგორც ღვინის ექსპერტების, ისე ტურისტების ყურადღება.