აშშ აცხადებს, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის ერთადერთ მყიდველად რჩება

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეჩერების ფონზე, ჩინეთი ირანული ნავთობის ერთადერთ მყიდველად რჩება.

„მათი [ირანის] ერთადერთი კლიენტი ჩინეთია“, – განაცხადა ბესენტმა რონალდ რეიგანის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში, მათ შორის თეირანში, სამიზნეებზე დარტყმები დაიწყეს. ირანი საპასუხოდ ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს. რეგიონის ბევრმა ქვეყანამ სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო მთლიანად ან ნაწილობრივ დახურა საჰაერო სივრცე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები