ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა – ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს

გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კანდელაკი მუდმივად ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.

„არანაირი არგუმენტი, არანაირი ფაქტი – ეს ადამიანი ცდილობს, რომ მუდმივად დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი მტრული განწყობა საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ცნობისთვის, სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელსაც  აკრედიტაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები