ირაკლი ხელაძე – გორის ინციდენტზე: ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში არ გამეორდეს მსგავსი შემთხვევები

“ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი, რაც შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში არ გამეორდეს მსგავსი შემთხვევები ან შემცირდეს მისი რაოდენობა,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ გორის ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზროგადოება მიეჩვია, რომ ოპოზიციის წევრები გვამებში სარგებელს ეძებენ.

„რაც შეეხება იმ უსუსურ მცდელობას და იმ ყიჟინას, რასაც ვუყურებთ, თან ვინ არის ავტორი ხომ გააჩნია?! შეიძლება ადამიანს მორალური უფლება ჰქონდეს, რომ მიგითითოს, შენიშვნა მოგცეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ორკესტრირებულ შეტევას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იყო სისტემური დანაშაული. აქ სისტემურობაზე საუბარი არ არის, ეს არის ცალკეული შემთხვევა, ძალიან მძიმე სანახავი და მძიმე ფაქტი, რომელსაც მოჰყვა დაუყოვნებლივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ფაქტი იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის არის წარუმატებლობისთვის განწირული.
არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან მსგავსი საქციელი. საზროგადოებაც მიეჩვია, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში სარგებელს, არეულობაში სარგებელს, უბედურებაში სარგებელს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები