თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

30 წლამდე მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები