შავ ზღვაში თურქულ გემზე დრონით შეტევა განხორციელდა – 2 მეზღვაური დაშავდა

შავ ზღვაში, ოდესიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალ თურქულ სატვირთო გემს დრონით თავს დაესხნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ინციდენტის შედეგად, ეკიპაჟის ორი წევრი, ორივე თურქეთის მოქალაქე, მსუბუქად დაშავდა.

მედიის ცნობით, ინციდენტი უკავშირდება შავ ზღვაში ბოლო დღეებში დაფიქსირებულ დრონით თავდასხმების სერიას, რომლის დროსაც რამდენიმე კომერციული გემი სამიზნე გახდა. რეგიონში გაზრდილი საფრთხის ფონზე, თურქეთი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას განაგრძობს.

ოდესაში თურქეთის გენერალური საკონსულო სიტუაციას აკვირდება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ჩვენს გაფრთხილებას ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი აარიდონ ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დეპარტამენტმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებისა და სამშვიდობო პროცესის წინსვლისკენ მიმართულ ზომებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები