„გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის ოდენობისსახაზინო ვალდებულებების ლოკალური გამოშვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრისგანვითარებისთვის
ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების ლოკალური გამოშვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, – განაცხადა „გალტ & თაგარტის” გენერალურმადირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
მისი თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა სინდიკაციის გზით ლოკალურ ბაზარზე მოხდა სახაზინო ვალდებულებებისგამოშვება ეროვნულ ვალუტაში.
„ამ გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგვცა, მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი. „გალტ & თაგარტი”, როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ჩართული იყო ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანიროლი შეასრულა მის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორებისასეთი ძლიერი ინტერესი, აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ მათი დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ, ასევეკორპორატიული ემისიების მიმართულებით,” – განაცხადა „გალტ & თაგარტის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.