რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (SES) ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს.
უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრები და ადგილზე მაშველები და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, თავდასხმის შემდეგ მიმდინარეობს ნგრევის მასშტაბის დადგენა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება. წინასწარი ცნობებით, ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი ბოლო კვირებში ზაპოროჟიეს მიმართულებით კომბინირებულ იერიშებს რეგულარულად ახორციელებს.