თერჯოლასთან, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა გზიდან გადავიდა და ბანერს შეეჯახა. შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.