გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი: სამების საკათედრო ტაძარში გამოსვენების ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო, ის აქ სიმშვიდეში განისვენებს (ფოტო)

გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილებმა, მარიამ დაბომ და მერაბ ოდიშელიძემ დღევანდელი ღონისძიებები შეაფასეს და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს.

„ვიცოდი, რომ გრანდიოზული ცერემონია იქნებოდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. შთამბეჭდავი იყო ყველა ელემენტი – სიტყვით გამოსვლები, სამხედროები. სამების საკათედრო ტაძარში გამოსვენების ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო თავისი სიმღერებით. ის (გიორგი კვინიტაძე) აქ სიმშვიდეში განისვენებს. ქართველი ერისთვის ეს შთამაგონებელი იქნება, რადგან ის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1918-1921 წლებში. ეს მისთვის ახდენილი ოცნებაა“, – განაცხადა მარიამ დაბომ.

მერაბ ოდიშელიძის თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი გამორჩეული იქნებოდა ეს დღე.

„პირველ ყოვლისა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ყველაფერს განსაკუთრებული ორგანიზება გაუკეთა. რა თქმა უნდა, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამორჩეული იქნებოდა ეს დღე. ვულოცავ და გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს“, – აღნიშნა ოდიშელიძემ.

გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები