არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტი, პრემიერ-ლმინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

“გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – წარმატებას, პროგრესსა და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით”, – აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები