რატი ბრეგაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვოუტოვას უმასპინძლა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სფეროები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს ხანგრძლივი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა აქვთ. რატი ბრეგაძემ ნატალია ვოუტოვას მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც ევროპის საბჭოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებში მიუძღვის. მათ შორის, სისხლის სამართლის პოლიტიკის, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემის მთავარი ქვაკუთხედია. ამ სფეროში თანამშრომლობა ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტთან, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად გაგრძელდება”, –  ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები