მაკა სულაძე: თავად გვიბიძგა ნათია თურნავამ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ახლა დიალოგზე გვეპატიჟება, რაც არასერიოზულია
მოძრაობის, “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი, მაკა სულაძე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.
აქტივისტის თქმით, მინისტრის განცხადება არასერიოზულია.
“ღიმილს ვერ ვიკავებ, ნათია თურნავასგან ცოტა არასერიოზული ხომ არ არის დიალოგის ასეთ რეჟიმში შემოთავაზება? თავად გვიბიძგა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ახლა დიალოგზე გვეპატიჟება? ძალიან არასერიოზულია”, – აღნიშნა სულაძემ.
“ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გრძელდება.