კახა კუჭავა – “ნამოხვანჰესზე”: არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი
„მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, მოვისმინოთ, რას ითხოვს ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს. აქციაზე მართლა დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომელიც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი არასწორია.
„მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, მოვისმინოთ, რას ითხოვს ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს. აქციაზე მართლა დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომელიც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია, თუმცა, არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ ბრიუსელში ვიზიტამდე გვქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული“, – განაცხადა კუჭავამ.