ბრაზილიაში საპოლიციო სპეცოპერაციას 25 ადამიანი ემსხვერპლა
რიო დე ჟანეიროს შტატში ნარკომოვაჭრეების დაკავების სპეცოპერაციას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი პოლიციის ოფიცერია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალოვნებსა და ნარკომოვაჭრეებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რომელიც შემდგომ მეტროპოლიტენის ლიანდაგზე გაგრძელდა. სროლის შედეგად, დაიჭრა მატარებელში მყოფი ორი მგზავრი.
ოპერაციის შედეგად, ამოღებულია16 პისტოლეტი, 6 თოფი, ტყვიამრქვევი, 12 ყუმბარა და 12 სხვადასხვა კალიბრის იარაღი.
როგორც მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, მსხვერპლის მაღალი რაოდენობა უკავშირდება იმას, რომ ბოროტმოქმედები პოლიციას დაესხნენ თავს და მათგან ერთი მოკლეს.
ამასთანავე, ადგილობრივი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შტატის პოლიცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს, რომელმაც პანდემიის პირობებში საპოლიციო ოპერაციები აკრძალა.