“როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას – “აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”.
“არჩევნებზე, კანდიდატებზე მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ყველაფერს გეტყვით – ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს”, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ კლინიკა დღეს დატოვა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით კი, კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა.