წვის პროცესი, როგორც ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

დაბინძურების მთავარ მიზეზად საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვი სახელდება. დადგენილია, რომ ჰაერის დაბინძურების 75%-ს სწორედ მანქანის გამონაბოლქვი იწვევს. გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის წვის შედეგად 2.3 კგ მხოლოდ კარბონის დიოქსიდი წარმოიქმნება, საწვავის მოხმარების დროს გამოყოფილი გამონაბოლქვი კი ისეთ ნაერთებს შეიცავს, როგორებიც არის: ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტი და სხვა ნივთიერებები, რომელთა ჩასუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

დაბინძურებული ჰაერი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა დაფილტვების ონკოლოგიური დაავადებებს. ჯანმოს მონაცემებით, რომ მოსახლეობის 91%, ანუ 10-დან 9 ადამიანი, დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს და დაბალი ხარისხის ჰაერს სუნთქავს. თუმცა, დაბინძურებულ ჰაერთან ერთად მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ისეთი ფაქტორებიც მოქმედებს, როგორებიც არის: არასწორი კვება, მომატებული წნევა და თამბაქოს მოხმარება. ტრადიციული სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს და არაგადამდებ დაავადებათა გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება. სამეცნიერო კვლევის თანახმად, თამბაქოს წვის პროცესის შედეგად წარმოქმნილი კვამლი უფრო დიდი კონცენტრაციით შეიცავს იმ მხუთავ აირებსა და მავნე ნივთიერებებს, რომელიც მანქანის გამონაბოლქვშია. სიგარეტის წვის დროს გამოიყოფა კვამლი, რომელიც 7000-მდე ქიმიურ ნაერთს შეიცავს, მათგან 250 კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ორივე შემთხვევაში მავნე ნივთიერებების გამოყოფის პროცესში დიდი მნიშვნელობა წვას ენიჭება. გარემოს დაცვის ორგანიზაციები ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთ-ერთ საშუალებად საწვავის წვის შემცირებას ან სუფთა საწვავის გამოყენებას ასახელებენ. თუმცა, საუკეთესო გამოსავალს ელექტრო მანქანების მოხმარებაზე გადასვლა წარმოადგენს. ელექტრონული მანქანების ძრავა საწვავის ნაცვლად ბატარეებზე მუშაობს. შესაბამისად, არ იყენებს წვას და არ გამოყოფს გამონაბოლქვსა თუ ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ელექტრონულ მანქანებზე მოთხოვნა შემდეგი 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 10.6%-ით გაიზრდება. ზიანის შემცირების მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიები შეიქმნა თამბაქოს ინდუსტრიაშიც. თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. თამბაქოს წვა 9000C-ზე მიმდინარეობს, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა კი თამბაქოს ფოთოლს 250-3500C-მდე ახურებს. გამომდინარე იქიდან, რომ წვის პროცესის შედეგად ხდება ტოქსიკური ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოთავისუფლება, გახურების დროს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა მათ რაოდენობას 90-95%-ით ამცირებს. ჯანდაცვის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციურად ნაკლები რისკის მატარებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები