თამთა მეგრელიშვილი: სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა რომ „ნაცრეჟიმისგან” არ გვიკვირს, ეს არახალია

გუშინ, გვიან ღამით ნოდარცრუმ დააანონსა, რომ ხვალ საღამოს დანაშაულს ჩავიდენ, – ამის შესხებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ,,შავი არქივის“ კამპანიის ავტორმა თავად გვამცნო , რომ ნოდარცრუც და მთელი მისი არხიც გაქცეული კრიმინალის მონურ მორჩილებაში არიან.

„სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა რომ „ნაცრეჟიმისგან” არ გვიკვირს, ეს არახალია.

გუშინ, გვიან ღამით ნოდარცრუმ დააანონსა, რომ ხვალ საღამოს დანაშაულს ჩავიდენ, შეთითხნილ სიბინძურეს გამოვაგდებ და ხალხსაც მოვატყუებო. ისედაც ხომ ყველამ კარგად ვიცოდით საიდან მოდიოდა ეს შეურაცხყოფის, ზღვარგადასული სიბინძურის და დანაშაულის ნიაღვარი, მაგრამ ქურდმა კუდი ვერ დამალა.

,,შავი არქივის“ კამპანიის ავტორმა თავად გვამცნო , რომ ნოდარცრუც და მთელი მისი არხიც გაქცეული კრიმინალის მონურ მორჩილებაში არიან.

ცხადია, ამ სიბინძურეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ საინტერესოა, ნაციონალური მოძრაობის დამცველად ქცეული სახალხო დამცველი თუ მოახდენს რეაგირებას გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკაზე და რა პასუხს გასცემს მის ხელმძღვანელებს ეკა გიგაური, რომელიც „უფლებადამცველის“ მანტიაში გახვეული, საკუთარი ფეისბუქიდან უკეთებს ამ წარმოუდგენელ ცილისწამებას ტირაჟირებას,” – აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველზე” გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტის ანონსი, სადაც, ვითომდა, აღნიშნული გადაცემის წამყვანის მტკიცებით, ბერა ივანიშვილისა და პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო საუბარია ჩაწერილი..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები