არჩილ თალაკვაძე: მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბუუროს სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებების მიზანია, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.

„მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია. იმ ფონზე, როდესაც მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მათ მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები