ირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარგის გახსნასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი დაიგეგმოს ბიზნესთან ერთად

ეკონომიკის სამინისტროში ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილეს.

მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა რესტორატორებს, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების ხელმძღვანელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებმა  იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული 1-ელი თებერვლის შემდეგ, რათა, საბოლოოდ, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება. ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ სამუშაო პროცესშია სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ის ამოცანები განხორციელებული, რომელიც ერთად გვაქვს დასახული ბიზნესის გახსნის თვალსაზრისით,” – განაცხადა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები