თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ათობით წევრი დააკავეს
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრები სპეცოპერაციის დროს დააკავა.
Anadolu-ს ინფორმაციით, ოპერაციის დროს დაკავებულია 24 ადამიანი.
კერძოდ, ანკარაში დაკავებულია დაჯგუფების 10 წევრი, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა ედება, თუმცა, ამ პირის ვინაობა არ ზუსტდება.
ასევე, ქვეყნის ჩრდილოეთით, სამსუნის პროვინციაში, “დაეშთან” კავშირში მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის, სირიის 4, ერაყის 10 მოქალაქე.