ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამართლო სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამართლო სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” სუს-ში დაუდასტურეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

,,ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი.

მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით”, – აცხადებენ სუს-ში.

ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები