უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კიდევ ერთ შეხვედრას ოთხშაბათს, 17 ივნისს გამართავს.
„ჩვენი გუნდები დღის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე შეხვდებიან. ისინი კვლავაც გააგრძელებენ შეხვედრებს, არის მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეხვედრა, განსაკუთრებით ბრიტანელებთან. ვფიქრობ, ხვალ პრეზიდენტ ტრამპს ცალკე შევხვდებით“, – განუცხადა ზელენსკიმ „სოსპილნის“ კორესპონდენტს სამშაბათს, ევიან-ლე-ბენში (საფრანგეთი) გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 ივნისს საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გამართეს. ეს ზელენსკის და ტრამპს შორის თითქმის 4 თვის განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.
დასავლური მედიის ცნობით, სხვა ლიდერებს თითქმის ერთი საათი მოუწიათ ლოდინი, სანამ ზელენსკი, მაკრონი და ტრამპი დარბაზში შევიდოდნენ.
უკრაინის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა კიევის მხრიდან მოსკოვზე პუტინსა და ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის მზარდი ზეწოლის ფონზე გაიმართა. აშშ-ის შუამავლობით წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები თებერვლიდან ფაქტობრივად გაყინულია. მას შემდეგ ვაშინგტონის ყურადღება ირანთან ომზე გადავიდა.