დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას უახლოეს ორ დღეში 8 მილიონი კილომეტრით პოტენციურად საშიში ასტეროიდი – 2020 WU5 მიუახლოვდება.

ორბიტის შესაბამისი ტრაექტორია NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზეა განთავსებული.

ასტეროიდი 2020 WU5 – 2020 წლის 29 ნოემბერს აღმოაჩინეს კოსმოსური ტელესკოპით მიღებული სურათებით, 4 დეკემბერს კი საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტების ცირკულარში შეიყვანეს.

მეცნიერების შეფასებით, ასტეროიდის დიამეტრი 0,5 – 1,1 კილომეტრამდეა.

დედამიწასთან მაქსიმალური სიახლოვე მოსალოდნელია 13 – 14 იანვრის ღამით.

აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი დედამიწას საკმარისად შორი მანძილით მიუახლოვდება, სხვადასხვა შეფასებით, 8,1-დან 7,5 მილიონი კილომეტრით – ის პოტენციურად საშიშ კატეგორიაშია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები