ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური მხარდაჭერის ფონდი შეიქმნა

ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური მხარდაჭერის ფონდი – “სოციალური პარტნიორობა” შეიქმნა. ფონდს ოკუპირებული გალიდან დევნილი, იურისტი ლევან აქუბარდია ხელმძღვანლობს.

ფონდში მობილიზირებული თანხები დაზარალებულთა პირველად საჭიროებებს მოხმარდება.

პარალელურად, მიმდინარეობს დაზარალებულთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ზარალის მოცულობისა და საჭიროებების თვალსაზრისით. დღეის მდგომარეობით, მძიმედ დაზარალდა 10-მდე ოჯახი.

ფონდის საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი – GE22BG 0000 0001 6237 1139

ოკუპირებულ გალის რაიონში რამდენიმე დღეა, ძლიერი ხანძარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები