ხანძრის გამო ოკუპირებული გალის რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ოკუპირებული გალის რამდენიმე სოფლის მიმდებარედ ტყის მასივები იწვის, რის გამოც ამ სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის სახანძრო სამსახურის უფროსის ემირ ზუხბაიას განცხადებით, ხანძარია სოფლებთან: ზემო ბარღები, სიდა და რეფი.

ადგილზე სახანძო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებია გასული. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება და ცეცხლი ახლომდებარე შენობებს მოედო.

ხანძრის ფართობი და მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები