ნინო წილოსანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის უფრო საღ ნაწილთან ერთად, რომელიც პარლამენტში შემოვა, რეფორმებზე მუშაობას გავაგრძელებ
“იმედი მაქვს, ოპოზიციის უფრო საღ ნაწილთან ერთად, რომელიც პარლამენტში შემოვა, რეფორმებზე მუშაობას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხად
მისივე თქმით, ყველა მოცემულობა ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში.
„მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ბოიკოტის პირველი ტალღა დაიწყო, ქართულ პოლიტიკასა და არჩევნების შემდეგ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. იმას ვგულისხმობ, რომ ძირითადი არგუმენტი, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ – პარალელური დათვლის შედეგებს ვგულისხმობ, უკვე უარყოფილია ის მცდარი ციფრები, რომელზე დაყრდნობითაც ოპოზიციის წარმომადგებლები ახმოვანებდნენ არჩევნების გაყალბების იდეას. მათი პოზიციები ჩვენი გუნდის მიერ კონსტრუქციულად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეასუსტა, ასევე, დასავლელი პარტნიორებისა და დიპლომატების მოწოდებებმა, რომ საქართველოში, ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს პარლამენტში, ინსტიტუციებში და არა – ქუჩაში.
ლოგიკური და გასაგებია რიგი ოპოზიციონერების პოზიცია პარლამენტში შემოსვლაზე. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ყველა მოცემულობა ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, არჩევნების შედეგები არის რეალური, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და, აქედან გამომდინარე, პროცესები პარლამენტში უნდა წარიმართოს. იმედი მაქვს, ოპოზიციის უფრო საღ ნაწილთან ერთად, რომელიც პარლამენტში შემოვა, რეფორმებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.