ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთისა და ბელარუსის გარდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია მზადაა მოლაპარაკებები, რუსეთისა და ბელარუსის გარდა, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გამართოს.
„ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აშშ-ის წინადადებებს. ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ამერიკაში, ევროპაში, ნებისმიერ ნეიტრალურ ქვეყანაში, ნებისმიერ შტატში – რუსეთისა და ბელარუსის გარდა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, მაიამი იქნება ეს თუ აბუ-დაბი. მთავარია შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.