თეა ახვლედიანი: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია
“კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების პრაქტიკა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქე გათავისუფლდეს.
“კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კრიტიკულად ნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების პრაქტიკა, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის, მათ შორის, ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, მირიან თაზიაშვილის დაუყოვნებელი გათავასუფლება; მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მსოახლეობას თავისუფალი გადაადგილების და სასიცოცხოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა; აღდგეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები – მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ქონების უფლების აღდგენის ჩათვლით; შეწყდეს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროება და დისკრიმინაცია; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე; აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა ისევ და ისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ჩვენი პროაქტიული ინიციატივები მჯერა, რომ შექმნის შესაძლებლობას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების პოტენციალი, განვამტკიცოთ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზის უალტერნატივობის რწმენა და ნდობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი პრიორიტეტები და განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულ თემებზე საგნობრივი საუბარის გაგრძელება მიზანშეწონილია მხოლოდ დახურულ ფორმატში, ამიტომ, აქ შევჩერდები ამ პოლიტიკის მიმართულებით”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.