გურამ მაჭარაშვილი – საპროტესტო აქციებზე: 10 და 12 კაცი რომ ცდილობს და სიგრძითაც ვერ ფარავს რუსთაველის გამზირს – კანონი ამაზე იმოქმედებს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობას აფასებს.
„10 და 12 კაცი რომ ცდილობს და სიგრძითაც ვერ ფარავს რუსთაველის გამზირს, რომ გადაკეტოს, ძალადობს მძღოლებზე – ავტობუსის, ტაქსის მძღოლებზე, მოქალაქეებზე. 10-20 ადამიანი ძალადობს, რომ გადაკეტოს დედაქალაქის მთავარი გამზირი, რა თქმა უნდა, კანონი ამაზე მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.