თენგიზ შარმანაშვილი – აქციის მონაწილეებზე: აქციები იმას ემსახურება, რომ თავიანთ პატრონებს მოაწონონ თავი
„მათ განაცხადეს, მთავარი ის არის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ აქ ცეცხლი არ ჩამქრალა და კიდევ ღვივისო,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
„ამით უნდათ დაანახონ, რომ ისინი არ განადგურებულან, ჯერ კიდევ აგრძელებენ სიცოცხლეს და ნუ დაიშურებენ მომავალში თანხების გამოგზავნას“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.