საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ონლაინ შევიწროებისთვის, პარიზში ათი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

პარიზის სასამართლოში დაიწყო პროცესი, სადაც ათი ადამიანი ბრალდებულია საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის, წინააღმდეგ განხორციელებულ ონლაინ შევიწროებაში.

ბრალდებულები სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეტყობინებებისა და ვიდეოების გამო სასამართლოს წინაშე წარდგნენ, რადგან, პროკურატურის განცხადებით, მათ პირველი ლედის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის შემცველი განცხადებები გააკეთეს.

გამოძიების თანახმად, ინციდენტები 2020 წელს დაიწყო, როცა ინტერნეტში გავრცელდა შეთქმულების თეორიები ბრიჯიტ მაკრონის პირად ცხოვრებაზე.

ფრანგული მედია წერს, რომ ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მოიცავს სქესთან დაკავშირებულ ბრალდებებს. საქმის პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილებმა მაკრონის სქესსა და სექსუალობაზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელეს და წყვილის ასაკობრივ სხვაობას “პედოფილია” უწოდეს.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რამაც საფრანგეთის პირველ ლედის ღირსება და რეპუტაცია დააზარალა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3 წლამდე პატიმრობა და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები