“მთავარი გზავნილი, რომელიც ეუთო/ოდირის დოკუმენტში იყო ჩანაწერი, არის ის, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით იყო კარგად ადმინისტრირებული; ეს არის მთავარი პასუხი ყველა ბრალდებაზე“ – კალანდარიშვილი

“ისევ არის მცდელობა, რომ კვლავ შენარჩუნდეს მუხტი, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამ საკითხთან დაკავშირებით ნარატივები გაძლიერდეს”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ეს შესაძლოა, ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს – დისკრედიტაცია განხორციელდეს საარჩევნო პროცესის და კვლავ კითხვის ნიშნები არსებობდეს შედეგებთან მიმართებით.

“ჩვენ ჩვენი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია როგორც უსაფუძვლო ბრალდებებთან მიმართებაში, ასევე, სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

კარგად ვნახეთ, რომ ბრალდებები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გვესმოდა, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ვნახეთ, რომ სასამართლო განხილვების დროს არ იყო არანაირი ფაქტები და მტკიცებულებები წარდგენილი, ვნახეთ პროკურატურის საგამოძიებო ფარგლებშიც, პროკურატურის შუალედური ანგარიშიდან საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ იქ არ იყო არანაირი მტკიცებულება და ფაქტი წარდგენილი, თუ რა იდგა ამ ბრალდებების მიღმა. მთავარი გზავნილი, რომელიც ეუთო/ოდირის დოკუმენტში იყო ჩანაწერი, არის ის, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით იყო კარგად ადმინისტრირებული. ეს არის მთავარი პასუხი ყველა ბრალდებაზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები