მაჭარაშვილი – ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: რუსეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ბევრი მიმართულებით

“სხვას ედავებიან იმას, რასაც თვითონ აკეთებენ. მაგალითად, რუსეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ბევრი მიმართულებით,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ქვეყნები სხვას აბრალებენ, მათ შორის, სანქციების დარღვევას, რასაც თავად აკეთებენ.

“ანუ, გაღმა შედავების პრინციპის საფუძველზე, სხვას ედავებიან იმას, რასაც თვითონ აკეთებენ. მაგალითად, რუსეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ძალიან ბევრი მიმართულებით. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, ტანკეტებით ეხმარებიან რუსეთს რომ აარიდოს თავი საერთაშორისო სანქციებს. საუბარი არის ზუსტად იმაზე, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოებამ დაუწესა სანქციები რუსეთს, რომ როგორმე რუსეთის ეკონომიკა შემცირებულიყო. ამ დროს ბალტიისპირეთი, რომელიც სხვას მოუწოდებს საერთაშორისო სანქციები დაიცავით და რუსეთი შევავიწროვეთო, თავად არის მშვენივრად ჩახუტებული სავაჭრო ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიების ქსელი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებს საწვავით ამარაგებს.

შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიება ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები