თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, ეპიცენტრი ბალიქესირის პროვინციაში იყო.

ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსასა და იზმირში.

მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.

როგორც ცნობილია, შენობების ნაწილი ჩამოინგრა ბალიქესირის პროვინციის სინდირის რაიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები