აშშ-ის სამხედროებმა წყნარ ოკეანეში, ნარკოტიკების გადამზიდი ოთხი ნავი დაბომბეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის სამხედროებმა ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ერთი კი მექსიკის სამძებრო-სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.

წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დარტყმები, რომლებიც, ჰეგსეტის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით განხორციელდა, ნარკოდილერების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ესკალაციას აღნიშნავს.

როგორც მედია აღნიშნავს, ამ კამპანიის გამო, აშშ-ის ურთიერთობები დაძაბულია როგორც კოლუმბიასთან, ისე ვენესუელასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები