დავით კირკიტაძე: „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც მათი ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება

“პირველი კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანდით საქართველოს პარლამენტში, იქნებოდა გადასახადების დაწევა და ამით სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის წახალისება, მეორე კი იქნებოდა პენსიების გაზრდა 400 ლარამდე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება იღებს ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც მოქალაქეებს არ ემსახურება.

„საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც გაყალბებით ჩაიგდო და შეინარჩუნა ხელისუფლება, რას აკეთებს, პირველი ინიციატივა შეაქვს, რომ ოპოზიციას შეუჩეროს დაფინანსება, მეორე- მიხეილ სააკაშვილს აუკრძალოს ფეისბუქჩართვები და თავის ხალხთან საუბარი, აი, ეს არის სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ახლა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო საჭიროა დღეს ქვეყნისთვის, გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის, სტიმულირება, პენსიების ზრდა, თუ ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა. მთავარი ამოცანა ყველასი, ჩვენი უნდა იყოს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სჭირდება დახმარება. ამის ნაცვლად კი ხელისუფლება იღებს ისეთ კანონპროექტებს, რომელიც არ ემსახურება მოქალაქეს, არამედ ემსახურება მათი ხელისუფლების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები